აქტივობა 1 სტანდარტების გათვალისწინება.
ნაბიჯი 1.
- მნიშვნელოვანია, პირველ რიგში სწორად განვსაზღვროთ პროექტის შესაბამისობა სტანდარტებთან,რათა უკეთესად მივიღოთ შედეგი.
- შესაძლებელია მიზნებს მოგვიანებითაც მივუბრუნდეთ და სურვილისამებრ ჩავასწოროთ.
ნაბიჯი 2.
- ამოცანები აუცილებლად სწავლაზე უნდა იყოს ორიენტირებული. სასწავლო მიზნების ფორმულირებისას გავითვალისწინეთ 21-ე საუკუნის უნარჩვევები , ასევე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა,განახლებული ბლუმის ტაქსონომია. ამ მასალებში მოცემული ყველა ინფორმაცია გასათვალისწინებელია პროექტის მიზნების სწორი ფორმულირებისთვის.
აქტივობა 2 მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება.
პროექტის გეგმის შემუშავებისას ასევე მნიშვნელოვანია ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების ფორმულირება. გავეცანით მრავალფეროვანი შეკითხვების ნიმუშებს, რომლებიც გამოვიყენეთ ჩვენს მიერ დაგეგმილი გეგმის შაბლონში.