Sunday, November 17, 2013

პროექტის მე-9 დღე

დღეს ტრენინგის ბოლო დღეა, ძალიან მწყდება გული, რომ  ეს ხანგრძლივი და შრომატევადი დღეები მთავრდება...
დღეს გადავხედეთ  ჩვენი პროექტის პორტფოლიოს საბოლოო,  ჩასწორებულ  ვარიანტს  და  მოვამზადეთ პრეზენტაცია ჩვენი კოლეგებისთვის.
მთავარი კითხვაა:

  • როგორ  უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად,სწავლების პროცესის ხელშესაწყობად და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.
მოდულის შეკითხვები:
  • როგორ უნდა მოვამზადო და წარმოვადგინო ჩემი ნამუშევრები ეფექტურად?
  • როგორ გავუზიარო ჩემს კოლეგებს კონსტრუქციული უკუკავშირი?
უკვე დასრულებული პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგებზე და ვისწავლეთ, თუ როგორ შეიძლება ცვლილებების შეტანა უკვე ატვირთულ პორტფოლიოში.

Saturday, November 16, 2013

ტრენინგის მე-8 დღე


  • დღევანდელი ტრენინგის თემა იყო ფასილიტაცია:
  1.  მთავარი კითხვა:  როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად,სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით
  2. ასევე გადავხედეთ პროექტის ფაილს და უკვე გამზადებული ფორმა და მთელი ფაილი შევინახეთ დაზიპულ ფორმატში



Sunday, November 10, 2013

ტრენინგის მე-7 დღე

მოდული 6. დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის.

 აქტივობა 1. ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება:სწავლის სხვადასხვა სტილის გაცნობა და გააზრება,სწავლის პროცესის დიფერენცირება.

 აქტივობა 2.განმავითარებელი შეფასების გამოყენება თვითრეგულირების უნარის გამოყენებისათვის,შეფასების გეგმის შედგენა თვითრეგულირების უნარის ხელშეწყობისთვის.

  აქტივობა 3. მასალების მომზადება მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის მიზნით: შევქმენი დავალება სსსმ მოსწავლისათვის 

აქტივობა 4. პროექტის გეგმის მიმოხილვა.
 ტრენინგის ბოლოს შევავსეთ პროექტის გეგმის რამდენიმე გრაფა, ხელახლა შევინახეთ საქაღალდე და დაზიპული საქაღალდე გავიგზავნეთ ელფოსტით.

Saturday, November 9, 2013

ტრენინგის მე-6 დღე

ტრენინგის დასაწყისში გავიხსენეთ წინა დღეს შესაწავლილი მასალა.
 დღევანდელი დღის მასალაა მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასება,

  • თემის ირგვლივ უკეთესი წარმოდგენის შესაქმნელად დავათვალიერეთ მოსწავლეთა ნამუშევრები ინტელის სასწავლო კურსის რესურსების ჩამონათვალში.
  •  დავამზადეთ მოსწავლეთა ნიმუში პროექტისათვის. ჩემი პროექტის ფარგლებში შევქმენი ახალი ბლოგი მოსწავლეთათვის, სადაც შევიტანე მინიმალური ინფორმაცია თვალსაჩინოებისთვის. 
  •  შევქმენით მოსწავლეთა ნიმუშის შეფასების რუბრიკა, ჩემ კონკრეტულ შემთხვევაში შევქმენი ბლოგის შეფასების რუბრიკა.
  •  შემდეგ ეტაპზე ტრენერმა აგვიხსნა, თუ როგორ შეიძლება ალბომის შექმნა და ბლოგზე ატვირთვა,ასევე ალბომში ფოტოების დამატება და წაშლა

Saturday, November 2, 2013

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მსვლელობა

  • გავეცანით შეფასების 5 მიზანს-4 განმავითარებელი და 1 განმსაზღვრელი შეფასების ტიპები.  
  • შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა. დროის ჩარჩოში შევიტანეთ მონაცემები პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, მუშაობის პროცესში და პროექტის დასრულების შემდეგ.
  • გავიხსენეთ, როგორ შეიძლება ვორდის დოკუმენტში ჰიპერლინკის მიბმა და წაშლა ან დოკუმენტზე დოკუმენტის მიმაგრება. 
  • ვიმუშავეთ საპრეზენტაციო პროგრამის შედგენაზე. პროექტის ნაბიჯების მიხედვით ავაწყვეთ სლაიდები, ვისწავლეთ როგორ დავადოთ ფონად სლაიდებს სასურველი ფოტო ან სურათი.
  • გაკეთებული საპრეზენტაციო დოკუმენტი ჩავამაგრეთ პროექტის პორტფოლიოში პროექტის გეგმის ფაილში.
  • ვისწავლეთ embed კოდის გადატანა ბლოგზე 
ვფიქრობ საინტერესო პეზენტაცია გამომივიდა.
ტრენინგის ყველა მონაწილეს ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს.  :-)







Saturday, October 26, 2013

ტრენინგის მესამე დღე

 ტრენინგზე მივიღეთ ინფორმაცია პროექტის წერისას გასათვალისწინებელი აუცილებელი ნაბიჯების შესახებ.

აქტივობა 1  სტანდარტების გათვალისწინება.

ნაბიჯი 1.

  • მნიშვნელოვანია, პირველ რიგში სწორად განვსაზღვროთ პროექტის შესაბამისობა სტანდარტებთან,რათა უკეთესად მივიღოთ შედეგი.
  • შესაძლებელია მიზნებს მოგვიანებითაც მივუბრუნდეთ და სურვილისამებრ ჩავასწოროთ.
ნაბიჯი 2.
  • ამოცანები აუცილებლად სწავლაზე უნდა იყოს ორიენტირებული. სასწავლო მიზნების ფორმულირებისას გავითვალისწინეთ 21-ე საუკუნის უნარჩვევები , ასევე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა,განახლებული ბლუმის ტაქსონომია. ამ მასალებში მოცემული ყველა ინფორმაცია გასათვალისწინებელია პროექტის მიზნების სწორი ფორმულირებისთვის.

აქტივობა 2 მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება.

     პროექტის გეგმის შემუშავებისას ასევე მნიშვნელოვანია ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების ფორმულირება. გავეცანით მრავალფეროვანი შეკითხვების ნიმუშებს, რომლებიც გამოვიყენეთ ჩვენს მიერ დაგეგმილი გეგმის შაბლონში.


Sunday, October 20, 2013

ტრენინგის მეორე დღე

აქტივობა 4. პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე

ტრენინგის მიზანი:
  • საგამომცემლო პროგრამის სასარგებლო თვისებების გაგება,რათა სწავლების პროცესში ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტები გამოვიყენოთ
  • შევქმნათ რესურსები, რომლებიც დაინტერესებულ ადამიანებს აუხსნის ჩვენ მიერ კლასში პროექტების განხორციელების მიზნებს.
ნაბიჯი 1. პუბლიკაციების დაგეგმვა.
ფიქრი იმაზე, თუ როგორ ვიყენებთ პროექტებს სასწავლო პროცესში? რა კითხვები შეიძლება გაუჩნდეთ მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს პროექტით სწავლების შესახებ. კითხვებზე პასუხისას  შესაძლოა გამოვიყენოთ გამოცემის ჩეკლისტის მომზადება,რომელიც რესურსებშია მოთავსებული.

ნაბიჯი 2. პროექტებზე დაფუძნებული სწავლის კვლევა
შევქმნით ინტელის სარჩევს და მოვნიშნავთ ვებგვერდებს, ამ პროცესის გასავლელად რამდენიმე ნავბიჯია გასავლელი, რომელიც ზემოთ მოცემულ ლინკზე დაწვრილებითაა აღწერილი.


ნაბიჯი 3.გამოცემების ნიმუშის გაცნობა.
გავეცნობით იდეებს გაზეთის, ბროშურის, პლაკატის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით.



აქტივობა 5. გამოცემის მომზადება
  
აქტივობა 6.რეფლექსია

ნაბიჯი 1. ბლოგის მომზადება